2020 წლის 1 -ელი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, ექსპორტზე 3 005 ტონა ვაშლი გავიდა, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
„მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.