ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა.
ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 21:00-დან დილის 5 საათამდე აეკრძალება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, აქამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა 5 მარტს შევიდა ძალაში. ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, დაიხურა რესტორნები და ბარები. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 268 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2365 პაციენტი კი გარდაიცვალა.