როგორ გამოიყურება სელენა გომეზის ვილა, რომელიც 2,370 მლნ დოლარად გაიყიდა (+ფოტო)

მომღერალმა და მსახიობმა სელენა გომეზმა ფეშენებელური კოტეჯი/ვილა ლოს- ანჯელესში ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ 2,37 მილიონ დოლარად გაყიდა.

28 წლის ვარსკვლავმა სახლის გაყიდვის შესახებ პირველად განცხადება 2018 წლის ივნისში გაავრცელა.

1950-იანი წლების სტილში აშენებული, ერთსართულიანი შენობის საწყისი ღირებულება 2,799 მილიონი დოლარი იყო, თუმცა მსურველი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდა, ამიტომ მომღერალმა კოტეჯის ფასი აგვისტოში 2,395 მილიონ დოლარამდე ჩამოაგდო და მყიდველიც სწრაფად იპოვა. მონაცემების თანახმად, გარიგება გასულ პარასკევს შედგა და სელენა გომეზის მინი ვილა 2,370 მილიონ დოლარად გაიყიდა.

“ჰოლივუდის“ უძრავი ქონების ბროკერის, კარენ მედვედის გაცხადებით, 1950-იანი წლების უნიკალური, ერთსართულიანი კოტეჯი 3,433 კვადრატული მეტრ მიწაზეა განთავსებული. სახლს აქვს ოთხი საძინებელი და ოთხი სააბაზანო.

მაღალ ფასს საცხოვრებლის ადგილმდებარეობაც განაპირობებს, იგი კოშკიანი ჰეჯირების უკან მდებარეობს.

ფართო ფიცრის მუხისა და ქაშაყის ძვლისგან შექმნილი აგურის იატაკზე ღია საცხოვრებელი ფართია განლაგებული. ამ სივრცეშია განთავსებული დიდი სამზარეულოს საცხობი, სამზარეულო და სპორტული დარბაზი.

აქვეა ტერასიანი აუზი და იოგას სტუდია, რომლის გვერდით სასტუმრო სახლი მდებარეობს.

სელენა გომეზმა კოტეჯი 2017 წელს, 2,249 მილიონ დოლარად შეიძინა. აღნიშნული ფართის შეძენა მის პირველ წარმატებას უკავშირდება, კოლოსალური ჰონორარი გომეზმა დისნეის სატელევიზიო შოუში- "Waver's of Waverly Place" მონაწილეობისთვის მიიღო.

თუ ვინ შეიძინა სუპერ ვარსკვლავის კოტეჯი, იდეტიფიცირებული არ არის, რადგან ოფიციალური მონაცემები სელენას ქონებრივ ჩანაწერებში ჯერ არ შეცვლილა.

selena4-1603781739.jpg

selena3-1603781765.jpg

selena2-1603781768.jpg

selena1-1603781770.jpg

თეონა რამაზაშვილი