საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 632-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2238-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.