საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 238-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 32 127-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12632-ს შეადგენს.