კახეთის გზატკეცილზე მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელები ლიფტებით აღიჭურვება.
ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.
„მიწისზედა ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები გამოიყენება ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა მაგალითად, აეროპორტის გზატკეცილი, სადაც არაა შუქნიშანი. იქ მიწისქვეშა გადასასვლელებს დავტოვებთ, თუმცა, ინფრასტრუქტურასაც მოვაწესრიგებთ და იქნება ლიფტებით აღჭურვილი. ჩემი ინფორმაციით, მომდევნო წლიდან უკვე აეროპორტის გზაზე გვექნება ლიფტებით აღჭურვილი მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელები,“-აღნიშნა წილოსანმა.