„ნიკორამ“ დაცული შეფუთვით კიდევ 4 ყველასათვის საყვარელი ხორცპროდუქტი წარუდგინა მომხმარებელს.
სალიამი, სერველატი, შეიკა და ჩალაღაჯი – უკვე სასუფრედ დაჭრილი და დაფასოებული სპეციალურ დაცულ შეფუთვაში შეგიძლიათ შეიძინოთ.
დაცული შეფუთვა არის ევროპული სტანდარტი, რომლის დანერგვაც „ნიკორამ“ ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და აქტიურად განაახლა 2018 წელს. სწორედ ამ წელს შესთავაზა კომპანიამ მომხმარებელს მსგავსი დაფასოებით პროდუქციის ფართე ასორტიმენტი. მას შემდეგ დაცულ შეფუთვაზე გადასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და „ნიკორა“ სულ უფრო მეტ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს ამ ფორმით.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, შეფუთული პროდუქციის წარმოება, პროდუქციის დაცულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
მსგავსი შეფუთვით რეალიზებული პროდუქცია საწარმოდან მომხმარებლის მაცივრამდე ისე მიდის, რომ მთელი ამ ჯაჭვის განმავლობაში გარემოს ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი.
დაჭრილ და დაფასოებულ პროდუქტს შეფუთვაში არაერთი უპირატესობა აქვს. მათ შორის:
„ნიკორა“ ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და მომხმარებელს 100–ზე მეტი დასახელების მზა ხორცპროდუქტს სთავაზობს.