საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბრის პერიოდში საქართველოში მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ სულ 32,840 მლრდ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მთლიან დეპოზიტებში ლარით განთავსებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 38.4%-ია, ხოლო დანარჩენი 61.6% უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე მოდის.
უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბერში ლარში ნომინირებული დეპოზიტების მოცულობა სექტემბერთან შედარებით დაახლოებით 2%-ით შემცირდა.
ნოდარ სირბილაძე