2020 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი გაძვირდა.
შინამეურნეობებისთვის გაძვირდა როგორც იპოთეკური, ასევე ავტოსესხი და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი. საანგარიშო პერიოდში ზრდა არ შეხებია სალომბარდე სესხს, თუმცა მასზე დაწესებული პროცენტი ქვეყანაში მაინც მაღალია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,96% შეადგინა, (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი 9.27 იყო).
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 20. 01%-იდან 24.28%-მდე გაძვირდა ავტოსესხზე საპროცენტო განაკვეთი.
გაზრდილია სამომხმარებლო სესხის ღირებულებაც, თუ 2019 წლის სექტემბერში მისი პროცენტი 19.13% შეადგენდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 20.97%-ია. გაძვირდა უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხიც - 11,71%-დან 13,97%-მდე.
საანგარიშო პერიოდში საპროცენტო განაკვეთი არ გაზრდილა არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხსა და სალომბარდე სესხზე. კერძოდ, სალომბარდე სესხის პროცენტი 2019 წლის სექტემბერში 20.99% იყო, 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით კი 20. 09%-ია.
რაც შეეხება არაუზრუნველოყოფილ სამომხმარებლო სესხებს, 2019 წლის სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21.38%-ს, 2020 წელს კი 23.06%-ს.