სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„2020 წლის 27 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 130 530 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.270 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.288 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.