გაერო 2020 წელს უცხოური ინვესტიციების 30-40%-ით შემცირებას პროგნოზირებს

მსოფლიოში 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინევსტიციები 30-40%-ით შემცირდება, პანდემიის მეორე ტალღის გამო კი, შესაძლოა, საერთოდაც 50%-ს მიაღწიოს.

ეს კი ზოგიერთი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს ძირს უთხრის. ამის შესახებ საუბარია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში, რომელიც ჟენევაში ვაჭრობის კონფერენციაზე გამოქვეყნდა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „2020 წლის პირველი სამი კვარტლის ფინანსური ინდიკატორები შეესაბამება ამ პროგნოზებს“. მასში ასევე წერია, რომ პროგნოზი 2020 წლისთვის არის სრულიად გაურკვეველი, იმის გამო, რომ ამჟამად მიმდინარე პანდემიის მეორე ტალღა სიტუაციის ნორმალზიებას უშლის ხელს. დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის განვითარება დამოკიდებული იქნება მთლიანად პანდემიის კრიზისის ხანგრძლივობაზე ჯანდაცვის სექტორზე და პოლიტკური გადაწყვეტილებების ეფექტურობაზე, რომელიც მიმართული იქნება პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გამოცოცხლებაზე. ამასთან, პროგნოზირების დროს გაურკვევლობას ასევე მატებს გეოპოლიტიკური რისკებიც.

ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა 49%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ლოქდაუნებმა საინვესტიციო პროექტები შეანელა, ხოლო ღრმა რეცესიის პერსპექტივამ გამოიწვია ახალი პროექტების გადაფასება. ამასთან, ამავე დოკუმენტით 81%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75%-იანი კლება პირველ 6 თვეში დაფიქსირდა მწერველობა-განვითარებულ ქვეყნებში 98 მილიარდ დოლარამდე. ჩრდ. ამერიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა 56%-ით, 68 მილიარდ დოლარამდე, განვითარებად ქვეყნებში კლებამ კი შეადგინა 16%, რაც ექსპერტების შეფასებით „მოლოდინებზე ნაკლებია“.

კოკა კვირკველია