წავკიში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 3 844 000 ლარს (1 191 000 დოლარს) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერო ფართობი 400კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1500კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 7 ოთახი, აქედან 4 საძინებელი.
განცხადების მიხედვით, სახლი არის ახალაშენებული და გარემონტებული.
"ახალი აშენებული, თანამედროვე სახლი მდებარეობს წავკისში, შესანიშნავი ხედებით თბილისზე. სახლი არის ორსართულიანი, საერთო ფართი 400კვ.მ. მოიცავს 7 ოთახს, 4 საძინებელს თავისი სველი წერტილებით, იზოლირებულ სამზარეულოს, კაბინეტს, დიდ ოთახს. ეზო გამწვანებულია ძვირადღირებული ნარგავებით. საერთო ფართია 1500კვ.მ. აქვს აუზი, სათამაშო მოედანი, ავტოფარეხი. სახლი იყიდება ავეჯიანად",-აღნიშნულია განცხადებაში.