დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის თუ როგორი იქნება კოვიდინფექციის შემდგომი გავრცელება და პიკური პერიოდი, მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული.
გამყრელიძის თქმით, თუკი ქვეყნის მასშტაბით პირბადის გამოყენება 95%-ზე ავა, ახალ შემთხვევათა რაოდენობა განახევრდება.
“ჩვენი პროგნოზით ახალ შემთხვევათა მატება კიდევ უნდა გაგრძელდეს. ნოემბრის შუა რიცხვებში - მეორე-მესამე კვირას ყოველდღიური შემთხვევების პიკური პერიოდი დგება. ის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პიკური პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცევით. ბევრი რამ დამოკიდებულია როგორ გამოვიყენებთ პირბადეს, როგორ დავიცავთ დისტანციას, შევიკრიბებით და იქნება თუ არა 300-400-კაციანი ქორწილები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.