"ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება"

ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, - ამის შესახებ "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ უმძიმესი პერიოდი დადგება, რასაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს.

„ ხალხი ყოველ დღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა.

„მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების და მოსყიდვების გამო, არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" პრესსამსახური ავრცელებს.