„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე სახწლმწიფოს მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას გრძნობდეს.
ჭიაბერაშილმა აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა დაინერგოს ერთი ზარის პირნციპი, როდესაც 112-ზე დარეკვისას მოქალაქე მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას. ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა სწრაფი ტესტების სიტემის აწყობა და ჰოსპიტალური რესურსის მუდმივი ზრდა.
ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, მომავალი კოალიციური მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს, რათა მოხდეს კრიზისის ეფექტური მართვა.
„პირველი რიგის ამოცანაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს საჭიროების შემთხვევაში, ამიტომ, ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ უპრობლემოდ ვრეკავდეთ 112-ზე, უპრობლემოდ უნდა ვიღებდეთ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, უნდა დაინერგოს ერთი ზარის პრინციპი, როდესაც 112-ზე დარეკვით ჩვენ შეგვიძლია გადაგვამისამართონ და მივიღოთ დაუყონებლივ ოჯახის ექიმის კონსულტაცია.
ასაწყობია სწრაფი ტესტირების სისტემა, რათა ადამიანებმა სწრაფად გაიგონ აქვთ თუ არა კორონავირუსი, მით უმეტეს მოდის სეზონური გრიპიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ვზარდოთ რესურსი ჰოსპიტალის მიმართულებით, იმიტომ, რომ როცა იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ბუნებრივია იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ინტენსიური საწოლი სჭირდება.
ამიტომ, ამ ჯაჭვის სრულფასოვნად აწყობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოღონდ ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის, მომდევნო კოალიციური მთავრობა, არჩევნებისა და გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ, ბუნებრივია ზუსტად ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, რომ მოქალაქე გრძნობდეს ყოველწამიერ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.