შექსპირის პირველი ფოლიოს იშვიათი ასლი 10 მლნ დოლარად გაიყიდა

“კრისტის“ აუქციონზე შექსპირის პირველი ფოლიოს ასლი თითქმის 10 მილიონ დოლარად გაიყიდა და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლიტერატურული ნაწარმოების წოდებაც მოიპოვა.

36 პიესის კრებული, რომელიც დრამატურგის გარდაცვალებიდან მალევე გამოქვეყნდა, მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ეგზემპლარი არსებობს. ხუთივე ასლი კერძო საკუთრებაშია.

პირველი ფოლიო შეიცავს 18 ნამუშევარს, რომლებიც ადრე არ იყო დაბეჭდილი და რომ არა ფოლიო, პიესები დაიკარგებოდა, მათ შორის "მაკბეტი" და "მეთორმეტე ღამე".

აუქციონზე გაყიდული ვერსია გასაყიდად გაიტანა Mills College- მა რომელმაც კრებულს 1977 წლიდან ინახავდა.

ექვსწუთიანი ბრძოლის შემდეგ, შეთავაზება 9,98 მილიონ დოლარად, წიგნების დილერმა და ანტიკვარიატმა სტეფან ლოვენთჰილმა იყიდა. აუქციონის მოგების შემდეგ, სატელეფონო ინტერვიუში მან შექსპირის ორიგინალი ფოლიო "წიგნების წმინდა გრაალად“ მოიხსენია.

”პირველი ფოლიო უდიდესი ინგლისურენოვანი თეატრალური ნამუშევარია. ვინც ინტელექტუალი და ხელოვნების მოყვარულია, მათთვის ეს წიგნი ღვთიური საგანია“- ამბობს ლოვენთჰილი, რომელიც ნიუ-იორკსა და მერილენდში უნიკალური წიგნებისა და ნივთებისთვის განკუთვნილ მაღაზიებს ფლობს.

ლოვენტჰილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შანსი მას აღარასდროს მიეცემოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფოლიოს დაახლოებით 750 ეგზემპლარი დამზადდა, დღემდე მხოლოდ 235 ცალი შემორჩა. “Christie's“– ის თანახმად, აქედან მხოლოდ 56 ითვლება სრულყოფილად, თითქმის ყველა მათგანი ახლა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ინსტიტუტებს აქვთ.

თეონა რამაზაშვილი