საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 33 858-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 253 ადამიანი ემსხვერპლა.