ყოველ შობა-ახალ წელს, ბრენდები ცდილობენ, პროდუქტი გამორჩეული, საინტერესო და მიმზიდველი შეფუთვებით გამოუშვან, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება მიიქციონ და ცნობადობა უფრო აიმაღლონ.
მზადება შემოდგომის დასაწყისიდან იწყება და დღესასწაულებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, მაღაზიებში შესულები ვხედავთ დაფიფქულ სასაჩუქრე ყუთებს, ზოგიერთი გაზიანი სასმლის შეფუთვიდან კი სანტა-კლაუსი შემოგვყურებს. ასევე, ძალიან პოპულარულია ტკბილეულის შეფუთვა საახალწლო თემატიკით გაფორმებული მუყაოს ყუთებში. ხშირად საჩუქრის შეძენის გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტ როლს სწორედ მისი შესაფუთი მასალის ვიზუალი თამაშობს.
თუ აქამდე მსგავსი სასაჩუქრე მასალების დამზადების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო ბრენდებს ჰქონდათ და ქართული კომპანიები იძულებულები იყვნენ, თავი შეეზღუდათ ან საზღვარგარეთ გაეფორმებინათ შეკვეთა (რაც დიდ ხაჯებთან არის დაკავშირებული), დღეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებების საქართველოში შემოსვლით ვითარება შეიცვალა.
გასულ წელს, „კოლორ ჯგუფმა“ საქართველოში შემოიტანა დანადგარი HP Indigo 20 000, რომელმაც ქართულ კომპანიებს ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. სასაჩუქრე შეფუთვის წარმოებასთან ერთად, კომპანიამ დიზაინის შექმნის სერვისიც დაიწყო.
დანადგარით რბილ შეფუთვებზე სასურველი დიზაინის უსწრაფესად გადატანა გახდა შესაძლებელი. რის მაგალითსაც ფოტოზეც ხედავთ. უამრავი დასახელების პროდუქტს შორის, ეს კონკრეტული შეფუთვა გამორჩეული და მიმზიდველი გახდა. მან მომხმარებელს საახალწლო განწყობა შეუქმნა.
დანადგარის მეშვეობით ასევე შესაძლებელია, ნებისმიერი ფორმის ბოთლისთვის დაიბეჭდოს მაღალი ხარისხის კუმშვადი ეტიკეტი, რომელიც მთლიანად შემოეკვრება პროდუქტს და ზუსტად გაიმეორებს მის ფორმას.
როგორ შეიძლება შეფუთვა გავხადოთ უნიკალური?
ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს ერთი დასახელების პროდუქტის სხვადასხვა დიზაინით შეფუთვა. ამგვარი შეფუთვა ხშირად შეგხვდებათ უცხოეთში ნაყინის და სხვა სახის ტკბილეულის შეძენისას. ცოტა ხნის წინ ის საქართველოში „აგროჰაბის“ ქსელშიც გამოჩნდა. „კოლორ ჯგუფმა“ ახალი დანადგარის მეშვეობით „აგროჰაბის“ ერთი სახეობის ნაყინი რამდენიმე განსხვავებული შეფუთვით წარმოადგინა, რამაც მომხმარებლის მხრიდან მოწონება დაიმსახურა. ეს ტრენდი განსაკუთრებით საინტერესოა საახალწლო შეფუთვის შემთხვევაში.
სხვადასხვა განსხვავებული შეფუთვა მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ რასაც იძენს, ის უნიკალურია და კონკრეტულად მისთვის შეიქმნა. ამასთან, განსხვავებული დიზაინით შეფუთული ტბილეული თუ აქსესუარები მომხმარებელს უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს: ვიღაცას შეიძლება, სანტას გამოსახულების მქონე შეფუთვა, სხვას ირმებიანი ან ნაძვის ხით მოეწონოს. რაც მთავარია, ბრენდი იქმნის საახალწლო იმიჯს და ასოცირდება დღესასწაულთან.
მსგავს სასაჩუქრე ყუთებს „კოლორ ჯგუფი“ სხვადასხვა ტექნოლოგიით ამზადებს. გააჩნია ბრენდის მოთხოვნასა და პროდუქტის სპეციფიკას. გასულ წელს, მათ კორპორაციული კლიენტებისთვის სპეციალური შეფუთვები შექმნეს, რომელიც სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიით იყო დამზადებული.
„კომპანიებს, ჩვენი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, საშუალება აქვთ, გამოიყენონ შეფუთვები მარკეტინგული კამპანიებისთვისაც. მაგალითად, ყოველი პროდუქტისთვის შექმნან უნიკალური ვიზუალის, წარწერისა და ილუსტრაციების მქონე შეფუთვები და ეტიკეტები. შესაძლებელია ერთი დიზაინის მეშვეობით დაგენერირდეს მილიონობით უნიკალური ვიზუალი და ერთი სახეობის პროდუქტი მრავალფეროვანი გახდეს“, - აღნიშნავენ „კოლორ ჯგუფში“.
გარდა სასაჩუქრე შეფუთვებისა, ახალი წლის პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესასწაულის თემატიკით გაფორმებული მუყაოს ჭიქები, ბრენდირებული კალმები, კატალოგები, კალენდრები, ქაღალდის ჩანთები და სხვა. თავიანთი პროდუქციის პრომოციისთვის კომპანიები ამ გზას ხშირად მიმართავენ.
„კოლორ ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ ეს პროდუქტის რეკლამირების აპრობირებული ხერხია, ამიტომ გადაწყვიტეს, კომპანიებისთვის საქმე გაემარტივებინათ და ამგვარი აქსესუარების დამზადების სრული სერვისი შეექმნათ.
„ჩვენი მიმართულებები მოიცავს რბილ და მყარ შეფუთვას, ეტიკეტებს, სარეკლამო პოლიგრაფიას, წიგნების და პრესის ბეჭდვას, დიზაინ სტუდიასა და ტექსტილს.ჩვენ ვფარავთ სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის: საკვები და სწრაფი მოხმარების პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების, საგამომცემლო, მედია, ფარმაცევტულ და სამედიცინო, ავტომოტივს, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, საავიაციო, გასართობ ინდუსტრიებს“ , -აღნიშნავენ „კოლორ ჯგუფში“.
გარდა ტკბილეულისა, დაბრენდილი კალენდრებისა და კალმებისა, ახალი წლის პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის ჩუქება, რომელიც საახალწლო თემატიკის ეტიკეტს ატარებს. თუ ადრე შეფუთვებზე მარტივი, თხელი წებვადი ეტიკეტები შეგვხდებოდათ, რომელზეც ფიფქები იყო გამოსახული, დღეს მათი ვიზუალი უფრო მრავალფეროვანია.
საქართველოში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად, ეტიკეტების წარმოება ახალ სიმაღლეზე ავიდა. საინტერესო და ორიგინალური დიზაინების ნიმუშებს კი მალე საახალწლოდ ვიხილავთ
„გარდა ჩვეულებრივი ეტიკეტების ბეჭდვისა, ახლახან დავიწყეთ ე.წ. ორმხრივი ეტიკეტების წარმოება. მხოლოდ ვიზუალი პირველ გვერდზე და ყველა დამატებითი ტექნიკური მონაცემი მთავარი ეტიკეტის ქვეშ, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ გამოაჩინოთ - ეს არის მისი მთავარი სპეციფიკა.ასევე, შეგვიძლია სარკისებური ეტიკეტების ბეჭდვა, როდესაც ვიზუალი არის ეტიკეტის, როგორც წინა, ასევე წებოვან მხარეს, რაც დიზაინს საკმაოდ საინტერესოს ხდის.ყველა ხელსაწყო, რაც ეტიკეტის დასამზადებლად არის საჭირო, მოოქროვების, სილქ-ლაქის, 3D სქრინ ლაკის, ოქროს და სხვა ყველა შესაძლო ოფციის გამოყენება, ნებისმიერი სახის ზედაპირზე: მეტალიზირებულ, გამჭვირვალე, წყალგამძლე, თერმულ, დამცავ, ფაქტურიან თუ უფაქტურო მასალებზე, ჩვენთან ადგილზე მზადდება“, - განმარტავენ „კოლორ ჯგუფში“.
საინტერესო დიზაინის მოფიქრებასა და რეალიზებაში კი „კოლორ ჯგუფის“ დიზაინ სტუდიო ადგილზე დაგეხმარებათ. ახალი, საინტერესო და თანამედროვე შეფუთვებით პროდუქტი სადღესასწაულო განწყობას მარტივად შექმნის.