ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14,1%-დან 15,1%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, სექტემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,4%-ს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17,3%-ს.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის აგვისტოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,4%-ს, წინა წლის აგვისტოში - 7,1%-ს. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 7,4%-დან, 6,9%-მდე შემცირდა.