ფოთში, პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ტერიტორიაზე პროფესიული სწავლების სახელოსნოები შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შეკეთების და შედუღების შესასწავლად საჭირო სახელოსნოების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
„სახელოსნოების აშენების მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის მიცემაა - სასწავლო პროგრამისა და პროფესიის წარმატებით დაუფლებისთვის. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში სწავლას პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და მზარდი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.