საფინანსო სექტორის სატელევიზიო სარეკლამო ხარჯებთან დაკავშირებით კვლევითმა ორგანიზაცია „აი ფი ემმა“ ანგარიში გამოაქვეყნა.
სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვით ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით საფინანსო ორგანიზაციის ნაწილმა, რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, სულ 6 179 890 ლარი დახარჯა.
ყველაზე მეტი ინვესტიცია სატელევიზიო რეკლამაში „საქართველოს ბანკმა“ განახორციელა, რომლის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 1 802 953 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია ფინანსური სექტორის დანახარჯები 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში.