მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 44 354 131 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 32 503 686 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 173 783 კი გარდაიცვალა.

დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც ვირუსის 9 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 990 322 ინფიცირებულით, მესამეზე კი ბრაზილია, სადაც კოვიდ 19 უკვე 5 440 903 ადამიანს დაუდასტურდა.