უკრაინის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მთელს მსოფლიოსა და მათ შორის უკრაინაშიც, ეპიდემიოლოგიური ვითარების მნიშვნელოვნად გაუარესებას უკავშირდება.
უკრაინის მთავრობამ პირველად საგანგებო მდგომარეობა 25 მარტს შემოიღო.
ცნობისთვის, უკრაინაში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 7 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ვირუსს კიდევ 165 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.