ჯანსაღი ცხოვრების წესის როლი ადამიანის ცხოვრებაში  - ინტერვიუ ფსიქოლოგ თეა ცომაიასთან

როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ერთმანეთის განუყოფელი ნაწილებია და ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ. ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული სტრესის წინაშე დგანან ან სურთ, არსებული მდგომარეობა გაიუმჯობესონ, ფსიქოლოგები ყოველთვის ურჩევენ ფიზიკურ აქტივობას, როგორც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტს. კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური თერაპიის ფსიქოლოგი, „რუსთავი 2-ის“ ფსიქოლოგის რუბრიკის ავტორი თეა ცომაია მიიჩნევს, რომ ვარჯიში გონების მობილიზებაში, სტრესის დაძლევასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში გვეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

-თეა, რას ნიშნავს ჯანმრთელი ცხოვრების წესი და არის თუა არა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად?

-ჯანსაღი ცხოვრების წესს ხშირად მხოლოდ დიეტად აღიქვამენ. იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვათ, მოტივაცია გვჭირდება, ამიტომ კი არ უნდა ვიწუწუნოთ, არამედ გამოსავალი ვიპოვოთ. ადამიანები ვართ და ხშირად გვემართება ისეც, რომ მოტივაციას გარემოსგან უკუკავშირივით ველოდებით, თუმცა ასე არ არის. ის ჩვენში უნდა ვეძებოთ. ყველა სიტუაციას ჩვენ თავად ვუქმნით საკუთარ თავს, შესაბამისად განწყობასაც და აქტივობასაც თავად ვგეგმავთ. მე ვმართავ საკუთარ გონებას, არჩევანსაც თავად ვაკეთებ. სასურველ გარემოს ჩვენივე მოტივაციის შექმნით ვიწყებთ. რაც მთავარია, ღიმილით და შემართებით: „მე გამომივა!“ ან „მე ამას შევძლებ!“

რა როლს თამაშობს ამ დროს მავნე ჩვევები და რა უნდა დავუპირისპიროთ მათ?

ადამიანებს არაერთი მავნე ჩვევა გვახასიათებს (მაგ: თამბაქოს მოწევა, არასწორი კვება, უკმაყოფილება, რომ რაღაცას ვერასდროს ვერ ასწრებთ და ა.შ), რომელსაც ხშირად წინააღმდეგობაში მოვყავართ საკუთარ თავთან ან გარემოს ვაბრალებთ. არადა, პროდუქტიულობას ვითხოვთ საკუთარი თავისგან. ასეთ დროს ცხოვრების პრიორიტეტებად დაყოფას უნდა შევეცადოთ. ფიზიკური აქტივობის დროს გონება მეტად მობილიზებულია, მიმართულია მიზანზე, რაც მასში უკვე დაუზარელ სურვილებს აღვიძებს და ეხმარება ნანატრის განხორცილებაში.

122911055-2724678727753941-615497888470231481-n-1603900442.jpg

ჩვენი საზოგადოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია და რამდენად გვესმის ამ ფრაზის მნიშვნელობა?

ცხოვრება ჯანსაღი ხდება მაშინ, როდესაც საკუთარი თავის მიღებას და მის შეყვარებას ვიწყებთ. შესაძლოა, ასე გვგონია, მაგრამ ხშირად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვდივართ, რაც საშინელ დისკომფორტს გვიქმნის. ამისათვის ერთი მარტივი ხერხი არსებობს: გავბედოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი იმავე კვირიდან დავიწყოთ. არ გადავდოთ. ამით საკუთარ ნებისყოფას გადაამოწმებთ და შედეგით კმაყოფილიც დარჩებით. ნებისმიერ სურვილზე არჩევანს თავად ვაკეთებთ.

ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში - რა ხდება ამ დროს ჩვენს სხეულსა და ფსიკიკაში, რა იცვლება?

როდესაც ფიზიკურ აქტივობაში ვერთვებით, გარდა იმისა, რასაც კუნთების ვარჯიში ჰქვია, გონება იწყებს მობილიზებას. ეს ერთგვარ მიზნის განხორციელბას და საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენებას ჰგავს. ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობა ამაღლებს იმუნიტეტს. დღეს ვინც მეტად ჩართულია ამაში, მას კორონავირუსი ვერ ერევა ან შედარებით მარტივად გადაააქვს

რატომ ვერ იწყებენ ადამიანები ვარჯიშსს და რას ურჩევთ მათ, როგორ უნდა გადალახონ ეს ბარიერი? ასევე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა ეს ყველაფერ დღეს, პანდემიის ფონზე?

თუკი ჩვენ ყველასათვის ნაცნობ „ორშაბათს“ დაველოდებით, ასე ვერაფერს მივაღწევთ, ვერც კი განვიტვირთებით. განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, როცა ყოველდღიურად, არაერთი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით, გონება იტვირთება და იღლება. მე ვაკეთებ ამას მაშინ, როდესაც ამის მზაობას ვიქმნი. რჩევა: 1) ჩამოწერეთ დღის განრიგი ფურცელზე; 2) დაისახეთ მიზანი; 3) გახსოვდეთ! სირთულე მხოლოდ ჩვენშია და არა გარემოში!.

ახლა განსაკუთრებით გვესაჭიროება საკუთარი ძალების მობილიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, კერძოდ კი, ფიზიკურ აქტივობაზე კონცენტრირება. ამგვარად ბევრ სტრესს გადავლახავთ.