გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, Apple-მა თავის მომხმარებლებს, საძებნ სისტემა „სპოტლაითის“ გამოყენებაზე რეკომენდაციები დაუგზავნა. ამერიკული გამოცემა წერს, რომ Apple-მ შესაძლოა, მალე საძებნ სისტემა Google-ს ძირითად ფუნქციად გამოყენება შეწყვიტოს.
Apple-ს მიერ ახალი საძებნი სისტემის შექმნაზე ინფორმაციები იმ ფონზე გამოქვეყნდა, როცა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, Google-ს მფლობელ კომპანია Alphabet-ის წინააღმდეგ, ანტიმონოპოლიური სარჩელი აღძრა. პრეტენზიები მოიცავს პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, Apple-ს მოწყობილობებში ძირითად საძებნ სისტემად Google-ს გამოყენება, კონკურენტულ გარემოს არღვევს.
„ეპლის“ უახლესი საოპერაციო სისტემა „Apple IOS 14“ იმის საშუალებას იძლევა, რომ ინტერნეტში ძებნის ოპერაცია არა Google-ს, არამედ „სპოტლაითის“ მეშვეობით შეასრულოთ.
Financial Times-ი აღნიშნავს, რომ როგორც წესი, Apple თავისი მსხვილი პროექტების შესახებ, ინფორმაციას მათ პრეზენტაციამდე მალავს. ამიტომ ახალ სისტემაზე ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა. გამოცემა გვახსენებს, რომ Apple-მ 2018 წელს გადაიბირა Google-ს ყოფილი წამყვანი სპეციალისტი ჯონ ჯანანდრეა, ვინც Google-ში საძებნი სისტემის განვითარებას უძღვებოდა. ის Apple-ში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, უფროსი ვიცე პრეზიდენტის პოსტიდან ხელმძღვანელობს.
აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple ეძებს ინჟინრებს, რომლებსაც საძებნ სისტემებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. ახალი თანამშრომლების სამუშაო, Apple-ს საძებნი ინოვაციური არქიტექტურის შემუშავება და რეალიზაციაა.
იურიდიულ კომპანია „კლიფორდ შანსის“ იურისტი შერის პოუზენი ფიქრობს, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ალბათ მოითხოვს Apple-სა და Google-ს შორის ექსკლუზიური შეთანხმების გაუქმებას. როგორც აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, შეთანხმების შესაბამისად, Google Apple-ს წლიურად 8-12 მილიარდ დოლარს იმის სანცვლოდ უხდის, რომ Apple-მ თავის მოწყობილობებში, Google-ს საძებნ სისტემას, პოზიცია შეუნარჩუნოს.