Ambebi.ge აგრძელებს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვედრილი ახალი სახეების გაცნობას და ამჯერად მკითხველის ყურადღებას გიორგი ბარვენაშვილზე შევაჩერებთ. შეიძლება ახლა ვერ გაიხსენოთ, ვინ არის ბარვენაშვილი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ყველა მედია მასზე წერდა და საუბრობდა.
გიორგი ბარვენაშვილის სახელი და გვარი მედიით პირველად 2019 წლის ნოემბერში გაჟღერდა. მაშინ სკანდალში გაეხვა "ქართული ოცნების" პოლიტელიტა, რომლებიც მილიონერის დაბადების დღეზე კომოს ტბაზე იყვნენ მიწვეულები.
მილანში სამუშაო ვიზით წასული კახი კალაძე, არჩილ თალაკვაძესთან და 30-მდე მეგობართან ერთად კომოს ტბაზე დააფიქსირეს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნების მიღების წესი პირველი მოსმენით ჩაშალა, პარლამენტის თავჯდომარეს კომოს ტბაზე განტვირთვა მედიამ არ აპატია.
ამიტომ არჩილ თალაკვაძე იძულებული გახდა, რომ წვეულებაზე მოლხენამდე დაბრუნებულიყო საქართველოში და მეორე დილას საკუთარი კაბინეტიდან ჩაერთო და ყველაფერი ოპოზიციურ მედიას დააბრალა.
კომოს ტბაზე ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ სხვა დეპუტატებიც ოჯახებთან ერთად. მათ შორის გოჩა ენუქიძე და ბექა ოდიშარია. ოდიშარია-გამცემლიძის წყვილი წლებია რაც ბარვენაშვილის ოჯახთან მეგობრობს. მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ბარვენაშვილი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ გარემოში იმყოფება.
კომოს ჩაშლილი წვეულების შემდეგ გიორგი ბარვენაშვილი არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში ვიზიტის დროს გაასეირნა. მაშინ ქართველი მილიონერი კამერის ობიექტივში არჩილ თალაკვაძისა და ქართული დიასპორის შეხვედრის დროს მოხვდა. იხილეთ სრულად