საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 35567-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16904-ს შეადგენს.