შვეიცარია ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც კი, უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოცულობა იზრდება. იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტით არის გაზრდილი. მესამე კვარტალში კი ზრდამ 124 პროცენტს მიაღწია.
კონსალტინგურ კომპანია CBRE-ს ინფორმაციით, შვეიცარიულ უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოდინება აიხსნება იმით, რომ ეს ქვეყანა ისტორიულად, ინვესტიციებისთვის უსაფრთხო არეალს წარმოადგენს. შვეიცარიის გარდა, ინვესტორებს შორის მოთხოვნით ასევე სკანდინავიის ქვეყნები სარგებლობენ.
რაც შეეხება ევროპას, მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით 37 პროცენტით, 48 მილიარდ ევრომდე არის შემცირებული. იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, ინვესტიციების მოცულობამ ჯამში 183 მილირდი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტით ნაკლებია.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ევროპაში 2020 წელს ინვესტიციების მოცულობა 230 მილიარდ ევრომდე შემცირდება.