EU4Youth პროგრამის მხარდაჭერითა და CENN-ის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში პირველი Business Bootcamp ჩატარდება

6-8 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტში, CENN-ის ინიციატივითა და Tbilisi Startup Bureau-ს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth - სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში ინტენსიური ონლაინ ბიზნესბანაკი გაიმართება.

ონლაინ ბიზნესბანაკი გათვლილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ემსახურება ახალგაზრდებში მდგრადი ბიზნესიდეების გენერირებას, დამუშავებასა და მათში სამეწარმეო პოტენციალის განვითარებას.

პრეაქსელერატორის აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებზე, ისწავლიან იდეის დამუშავებისა და მისი ეფექტიანი წარდგენის მეთოდებს.

ბიზნესბანაკში მონაწილეობისათვის, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა 29 ოქტომბრის 23:59 საათამდე. ორგანიზატორები შერჩეულ კანდიდატებს 1 ნოემბრის ჩათვლით გამოავლენენ.