მსოფლიოს 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში 33 მლრდ დოლარი დაკარგა

გლობალურ საფონდო ბირჟებზე ოთხშაბათს განვითარებული ნეგატიური პროცესების გამო, მსოფლიოს 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში 33 მლრდ დოლარი დაკარგა. Forbes Real Time-ის რეიტინგის მიხედვით, Facebook- ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დატოვა იმ ადამიანთა სია, რომელთა ქონება 100 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო Berkshire Hathaway- ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი მილიარდერების რეიტინგში მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა, რითაც ინდოელ ბიზნესმენს მუკეშუ ამბანის ჩამორჩა.

მათ შორის ყველაზე მეტად Amazon- ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება შემცირდა - 6,7 მილიარდი დოლარით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის Bloomberg– ის მონაცემებით, პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად რჩება, რომლის ქონებაც 186,3 მილიარდი დოლარია.

Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარდ არნომ და მისმა ოჯახმა, ერთ დღეში 4.7 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ამ ეტაპზე მათი მთლიანი ქონება - 115.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მსოფლიოს დანარჩენი უმდიდრესი ადამიანების ქონებას, ასე გამოიყურება:

Microsoft-ის თანადამფუძნებლის ბილ გეითსის ქონება 2 მილიარდი დოლარით შემცირდა და 112,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ცუკერბერგმა დაკარგა 5,7 მილიარდი დოლარი. ამ დროისთვის ის 98,4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მასკი - მინუს 3,5 მილიარდ დოლარს ფლობს (90,3 მილიარდი დოლარი).

ინდური კომპანიის Reliance Industries მფლობელი მუკეშუ ამბანის ქონება 141 მილიონი დოლარით შემცირდა (77,8 მილიარდი დოლარი).

ბაფეტი - მინუს 2,2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს (76 მილიარდი დოლარი).

Oracle-ს დამფუძნებელი ლარი ელისონი - მინუს 1,9 მილიარდი დოლარი (73,9 მილიარდი დოლარი).

Microsoft- ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი - მინუს 3 მილიარდი დოლარი (69,7 მილიარდი დოლარი).

Google- ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი - მინუს 3,5 მილიარდი დოლარი (67,7 მილიარდი დოლარი).

ნინი ქეთელაური