2020 წელს ბიუჯეტის შემოსულობები ვალების აღების ხარჯზე იზრდება

ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 9 თვეში საბიუჯეტო შემოსულობების მოცულობამ 12,794 მილიარდი ლარი შეადგინა, არადა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, როცა მსოფლიოში კორონაკრიზისი არ არსებობდა, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა მხოლოდ 9,410 მილიარდი ლარი იყო.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტის შემოსულობების ზრდის მთავარი მიზეზი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალებია. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს სახელმწიფომ სულ 4,960 მილიარდი ლარის ვალი აიღო, მაშინ როცა გასულ წელს აღებული ვალის მოცულობა მხოლოდ და მხოლოდ 1,270 მილიარდ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება უშუალოდ გადასახადებიდან მიღებულ შემოსავალს. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 59.7%-ს შეადგენს, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 87% იყო.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე