ამერიკული კომპანია Tiffany & Co- დაეთანხმა ფრანგული ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანია LVMH Louis Vuitton Moet Hennessy-ის მხრიდან შემოთავაზებულ ახალ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული ბრენდის შეძენას უფრო იაფად - წერს Financial Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, LVMH გადაიხდის Tiffany-ის თითო აქციაში 131,5 დოლარს, შედეგად კი კომპანიას შეიძენს 15,8 მილიარდ დოლარად. ამასთან, Tiffany საკუთარ აქციონერებს გადაუხდის დივიდენდებს 0,58 დოლარის ოდენობით აქციაზე.
შეთანხმება ამ ეტაპზე Tiffany-ის მხრიდან თანხმობის მოლოდინშია.
მანამდე LVMH მზად იყო Tiffany-ის თითო აქციაში უფრო მეტი გადაეხადა. 2019 წლის ნოემბერში კომპანიებმა შესყიდვის პირობები შეათანხმეს, რომლის ფარგლებშიც Tiffany შეფასდა 16,2 მილიარდ დოლარად. ეს იქნებოდა ყველაზე მსხვილი შენაძენი LVMH-ისთვის, თუმცა სექტემბერში ფრანგულმა კომპანიამ მის შესყიდვაზე უარი განაცხადა, რაც ახსნა მათ შორის საფრანგეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო საკითხებში უთანხმოებით. მაშინ ეს ბევრის მხრიდან შეფასდა როგორც LVMH-ის მცდელობა შეეცვალა შესყიდვის პირობები და ის უფრო დაბალ ფასად შეეძინა.
ამის შემდეგ Tiffany-იმ ფრანგულ გიგანტს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ უარი შეთანხმებაზე ორ კომპანიას შორის არსებულ პირობებს არღვევდა. თავის მხრივ კი LVMH-მაც შეიტანა საპასუხო სარჩელი და ამერიკული ბრენდი კრიზისის დროს არაეფექტურ მმართველობაში დააადანაშაულა.
ახლა კი კომპანიებს შორის ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს მათ შორის სარჩელების უკან გამოხმობასაც. იქედან გამომდინარე, რომ კონტრაქტი უკვე მოწონებულია მარეგულირებლების მიერ, ის შესაძლოა, საბოლოოდ 2021 წლის იანვარში გაფორმდეს - წერს FT.