საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
„2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 შეადგინა”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.