კომპანიებს ერთ კონკრეტულ ქსელზე მომუშავე მობილურების გაყიდვა ეკრძალებათ

მობილური ტელეფონის კომპანიებს ერთ ქსელზე მომუშავე მობილური მოწყობილობების გაყიდვა მომავალი წლის დეკემბრიდან აეკრძალებათ. აკრძალვა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, არსებული ტელეფონი შეინარჩუნონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქსელის შეცვლა უნდათ.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს Ofcom– მა გამოაცხადა ფართომასშტაბიანი ღონისძიების მცირე ნაწილია.

Ofcom– ის წარმომადგენლის თქმით, ბაზარზე უსამართლო და გაუაზრებელი “სათამაშო“ პირობებია შექმნილი. ამჟამად, BT / EE, Tesco Mobile და Vodafone ერთ ქსელზე მომუშავე ტელეფონებს ყიდიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ იმუშავებენ კონკურენტ ქსელებზე, თუ მოწყობილობის განბლოკვა არ მოხდება. ამასთან, განბლოკვის პროცესი, რაც თითქმის ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი, შეიძლება გართულდეს.

“ეს მოიცავს დროში გაწელილ შეფერხებებს პროცესის დასრულებისათვის საჭირო კოდის მიღებამდე და ა.შ. ზოგიერთმა მომხმარებელმა ასევე არ იცის, რომ ტელეფონი “დაბლოკილი“ იყო.“- აცხადებს Ofcom-ის წარმომადგენელი.

Ofcom ასევე აპირებს გააუმჯობესოს ინტერნეტის ჩართვის პროცესი. მაგალითად, მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ გამოიყენონ სხვა ქსელები, როგორიცაა BT, SKY და TalkTalk Openreach, უნდა დაუკავშირდნენ პროვაიდერს, რომელიც გადაამისამართებს სხვაგან. ცვლილების შემდეგ კი მომხმარებელი ამ პროცისის თავად მართვას შეძლებს.

Ofcom– ის მიერ შემუშავებ ახალ წესებში, ფასიანი სატელევიზიო და სახმელეთო ტელეფონებიც შედის. კომპაია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლობირებს.

თეონა რამაზაშვილი