უკვე ათწლეულზე მეტია, რაც Samsung-ი ეკრანების ინდუსტრიაში ნამდვილი გიგანტია, იქნება ეს სმარტფონების სეგმენტი, ტელევიზორების, თუ სხვა მოწყობილობების.
ხოლო როდესაც ასეთ სფეროში მოწინავე სექტორში ხარ, სტანდარტებს სწორედ შენ აწესებ. ასეთია Samsung-ის მიდგომაც და ამიტომაც კორეული გიგანტი მომხმარებლის სიახლეებით მომარაგებას არ წყვეტს. QLED 8K ტექნოლოგია კი ის ახალი სტანდარტია, რაც Samsung-მა მსოფლიოს ტელევიზორების ინდუსტრიას წარუდგინა.
სამსუნგი აქტიურად ავითარებს QLED, ე.წ. „კვანტური წერტილების“, ტექნოლოგიას. საქმე გვაქვს ძალიან პატარა, ნანო კრისტალებთან, რომლებიც გამოყენებულია ამ ტიპის ეკრანებში. კრისტალების ზომები 3-დან 6 ნანო მეტრამდეა, მათი ზომა კი პიქსელების ფერს განსაზღვრავს. სინათლესთან ურთიერთქმედებაში აღნიშნული კვანტური წერტილები ბზინვას იწყებენ, რაც გამოსახულების მაღალ დინამიკურ დიაპაზონსა და კონკურენტ ტექნოლოგიებთან შედარებით უკეთეს ფერთა გამას გვაძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვეულებრივ LED ეკრანს 16 მილიონამდე ფერის გადმოცემა შეუძლია, კვანტური წერტილების ტექნოლოგიას ეს ნიშნული მილიარდამდე აჰყავს.
ეს ყველაფერი უკვე სიახლე აღარ არის, რადგანაც QLED ტელევიზორების პირველი ხაზი სამსუნგმა რამდენიმე წლის წინ შემოგვთავაზა. წლევანდელი ინოვაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ სმარტ ტელევიზორები 8K ფორმატამდეა აფგრეიდებული. წარმოიდგინეთ 7680X4320 პიქსელის რეზოლუციის მქონე მასიური უსაზღვრო ეკრანი. აქ უკვე პიქსელების გამადიდებელი შუშით დანახვაც კი შეუძლებელია.
აღნიშნული ტექნოლოგიის ეკრანის სამართავად სამსუნგმა სრულიად ახალი 8K Quantum Processor-ი შეიმუშავა, რომელიც გარდა რეზოლუციის გაუმჯობესებისა, ლაივ რეჟიმში აკვირდება ოთახის განათებას და ამ პარამეტრის მიხედვით ცვლის ჩვენების დინამიკას, კონტრასტულობასა და სხვა მახასიათებლებს იმისათვის, რომ მაყურებელი მაქსიმალურად ჩაერთოს და განიცადოს გადმოცემული სცენა. პროცესორშივეა ჩაშენებული ხელოვნურ ინტელექტზე დაშენებული ტექნოლოგია - AI Upscaling-ი, რომელიც აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის კონტენტს 8K გამოსახულების ხარისხამდე, თუ გადმოცემული ვიდეო ხაზი შესაბამისი რეზოლუციის არ არის. უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს თუ შოუ, რომელსაც უყურებთ 8K რეზოლუციის მქონე კამერით არ არის გადაღებული, „სამსუნგის“ ნეირონული ქსელი მის ოპტიმიზირებას მოახდენს და მას 8K ეკრანზე შემოგვთავაზებთ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამსუნგის წლევანდელი მიდგომა ტელევიზორების დიზაინის მიმართ. თუ ჩვენს სტატიებს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ კორეული გიგანტი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ დიზაინერულ ბრენდებთან უნიკალური ვიზუალის მქონე ტელევიზორების შესაქმნელად. გამონაკლისი არც QLED 8K ტელევიზორების ხაზია, რადგან იგი გადაწყვეტილია მინიმალისტურ დიზაინში და მისი ჩარჩოების სისქე თითქმის ნულამდეა დაყვანილი. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან 99%-ია და შეიძლება ითქვას, რომ ჩარჩოები სრულიად უხილავია. პანელის უკანა მხარე ბრტყელია, რაც საშუალებას გვაძლევს ტელევიზორი კედელთან დაშორების გარეშე ჩამოვკიდოთ.
„სამსუნგის“ განახლებული ხაზის ტელევიზორები ულტრა თხელ (15 მილიმეტრამდე) სისქის კორპუსშია განთავსებული. „სამსუნგმა“ აღნიშნულ მოდელებშიც გამოიყენა გამჭვირვალე კაბელები ტელევიზორის უხილავი მიერთებისთვის. ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ერთადერთ მისიას ემსახურება, რომ ტელევიზორი გახდეს ინტერიერის განუყოფელი ნაწილი. „აღარ გვსურს ჩამქრალი ეკრანი“, ახლა უკვე 8K QLED ტელევიზორებში სპეციალური Ambient Mode ფუნქციაა ჩაშენებული, რომლის საშუალებითაც ეკრანზე ინტერიერის დეტალის, ორნამენტის, ნახატის ან თქვენივე ფოტოს გამოტანაა შესაძლებელი. კედლის გენერაციის ფუნქციით კი ტელევიზორი სრულიად იკარგება განთავსებულ გარემოში.
QLED 8K შექმნილია იმისათვის, რომ მიაღწიოს ესთეტიკურ სრულყოფილებას საკუთარი დიზაინერული გადაწყვეტილებით, მინიმალური ჩარჩოთი და დაშორებით კედლიდან. ეს ტელევიზორები სრულყოფლების მოყვარულთათვის არის შექმნილი.
საქართველოში 8K რეზოლუციის QLED 8K ტელევიზორები სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში იყიდება. წარმოდგენილია Q700T, Q800T, Q950TS მოდელები სხვადასხვა ეკრანის ზომებითა და მახასიათებლებით.
(R)