ამერიკული კორპორაცია Amazon-ი 2020 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ მესამე კვარტალში 96,1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 3-თვიან პერიოდში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, კომპანიის შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 37%-ით, მაშინ კომპანიას 70 მილიარდის შემოსავალი დაუფიქსირდა. წლევანდელმა შემოსავლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა - ისინი 92,7 მილიარდ დოლარს პროგნოზირებდნენ.
რაც შეხება მოგებას, Amazon-მა საანგარიშო პერიოდში 6,3 მილიარდი დოლარი მიიღო. კომპანიის გაყიდვები ჩრდ. ამერიკის ბაზარზე გაიზარდა 37%-ით და მისი მომსახურებით დაინტერესება პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა. კომპანიის თავკაცის ჯეფ ბეზოსის განცხადებით, Amazon-მა მიმდინარე წელს შტატებში დამატებით 400 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.