აშშ-ის ეკონომიკამ პოზიციები აღიდგინა, რომელიც გაზაფხულზე დაკარგა და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამის შესახებ CNN ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, წლიურ გამოხატულებაში ამერიკის მშპ მესამე კვარტალში გაზრდილია 33,1%-ით. ეს არის იმაზე მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე ვარაუდობდნენ ანალიტიკოსები. ეს ამავდროულად იყო ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი, მას შემდეგ რაც 1947 წელს ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ დაიწყო კვარტალური მონაცემების აღრიცხვა.
„და მაინც აღდგენა არასრულია. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ, ჯერ კიდევ შორსაა პანდემიამდელ მონაცემებთან დაბრუნებასთან, მით უმეტეს, ამჟამინდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, რა დროსაც ქვეყანაში ინფიცირების მეორე ძლიერი ტალღა მძვინვარებს“ - აღნიშნავს CNN.