ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სულ ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1195,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 37,9 პროცენტით ნაკლები) 1445 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19,8 პროცენტით ნაკლები).
საქსტატის მონაცემებით, შემცირებულია ასევე მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობაც. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლები ნებართვა გაიცა. 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,2 პროცენტით ნაკლები).
ცნობისთვის, გასული წლის იანვარ-სექტემბერში 1802 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში (წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები). კლების ტენდენცია სამშენებლო სექტორში კი პენდემიამდე დაიწყო.