ამერიკულმა კომპანიამ Apple ჩინეთში გაყიდვების კლების შესახებ გამოაცხადა. ივლისიდან სექტემებრამდე კომპანიის შემოსავლები ჩინეთში 29%-ით არის შემცირებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მან 7,97 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს არის ყველაზე დაბალი ნიშნული 2014 წლის შემდეგ.
აღნიშნულმა ინფორმაციამ რეაგირება მოახდინა კომპანიის აქციების ღირებულებაზე. 29 ოქტომბრის ვაჭრობისას კომპანიის აქციები 4,21%-ით გაუფასურდა, შედეგად კი Apple-ს საბაზრო 83 მილიარდი დოლარით შემცირდა.
როგორც Bloomberg-ი წერს, ამ მონაცემებმა კი ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია, ბაზრის მკვლევარების აზრით, აზიის უმსხვილეს რეგიონში ამერიკული ბრენდი მარცხდება კონკურენტებთან, თუმცა თავად კომპანიაში აქციებისა და შემოსავლების კლებას უკავშირებენ ახალი iPhone 12-ის გამოსვლის შეფერხებას. მათი განცხადებით, როგორც წესი, კომპანია ახალ მოდელების პრეზენტაციას ყოველთვის სექტემბრის დასაწყისში მართავს, 2020 წელს კი პანდემიამ შეაფერხა მიწოდების ჯაჭვი და სიახლეების გამოჩენამ ოქტომბრამდე გადმოიწია.
თუმცა ფაქტია, რომ პანდემიამდეც 5G ქსელის დამუშავება Apple-თან უფრო ნელა ხდებოდა, ვიდრე მის კონკურენტებთან, ისეთმა კომპანიებმა როგორებიცაა Samsung Electronics, Huawei და Xiaomi 5G ქსელის მხარდამჭერი სმარტფონები ჯერ კიდევ 2019 წელს გამოუშვეს.
Strategy Analytics-ის მონაცემებით, სმარტფონების გაყიდვებში, რომელთაც აქვთ მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერა, ამ დროისთვის ლიდერობს Samsung მოწყობილობით Samsung Galaxy S20+ 5G. ამ კონკრეტულ მოდელზე მსოფლიო გაყიდვების 9% მოდის, მეორე და მესამე ადგილებზეც ასევე ამ კომპანიის სხვა 5G სმარტფონებია.
მიუხედავად ამისა Apple-მა მაინც მოახერხა მესამე კვარტალში შემოსავლების 1,03%-ით გაზრდა - 64,7 მილიარდ დოლარამდე და ამით ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა 1 მილიარდით. კომპანიამ ჩინური წარუმატებლობის კომპენსირება მოახერხა მისი სხვა კომპიუტერული მოწყობილობების გაყიდვების ზრდით - Mac (+29,2%), iPad (+46%) მომსახურება (+16,3%). iPhone-ის გაყიდვები კი შემცირდა 21% —$26,4 მილიარდამდე.