თბილისში, კერძოდ, ორთაჭალაში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 4 851 000 ლარს (1 500 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 600 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 633 კვ.მ.
ახალაშენებულ, გარემონტებულ სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 4 საძინებელია.
განცხადების მიხედვით, სახლი აშენებულია თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის მასალებით. ამასთან, აღჭურვილია მაღალი ხარისხის ავეჯითა და ტექნიკით.