კორონავირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ ევროპასა და ამერიკაში არსებულ ფინანსურ გარემოზე მკაცრი გავლენა მოახდინა. გლობალური კაპიტალის ბაზრებში დიდი ცვლილებები განხორციელდა. მეწარმეებისა და მსხვილი ბიზესმენების ნაწილმა დიდი დანაკლისი განიცადა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისი ფინანსური სარგებელი საგრძნობლად გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წელს დარჩენილი მილიარდერებიდან 51% უფრო ღარიბია, ვიდრე გასულ წელს. ნედლეულის მიხედვით, მსოფლიოს მილიარდერების ღირებულება 8 ტრილიონი დოლარია, რაც 700 მილიარდი დოლარით ნაკლებია 2019 წელზე.
ერთ-ერთი მათგანია მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფერმერი ჩინეთიდან ცინ იინგლინი. იგი მილირდერთა შორის რამდენიმე წლის წინ გამოჩდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მისი შემოსავალი შეამცირა, ღორების სელექციონერი უკვე მეორე წელია მყარ პოზიციებს იკავებს მსოფლიოს მილიარდერთა შორის.
როგორ მოიპოვა ჩინური კომპანიის Muyuan Foodstuff– ის თავმჯდომარემ კოლოსალური ქონება ღორის მოშენებით? ყველაფერი ასე დაიწყო...
22 გოჭით დაწყებული ბიზნესი
დღეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფერმერი, “ღორის მეფედ“ წოდებული ცინ იინგლინი ცინი დაიბადა ჩინეთის ყველაზე დასახლებულ პროვინციაში, ჰენანში, ნეიზიანგის ოლქში 1965 წლის 8 აგვისტოს.
მისი ბავშვობა არაფრით იყო გამორჩეული. ოჯახი ხელმომჭირედ ცხოვრობდა. ცინმა სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ჰენანის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში, მეცხოველეობის ფაკულტეტზე განაგრძო. ბეჯითი მოსწავლე სამომავლო გეგმების უკვე აწყობდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მსოფლიოს გამორჩეული მეწარმე გახდებოდა.
სწავლის დასრულების შემდეგ ცინი სახელმწიფო საწარმოში გაგზავნეს, მაგრამ მას სამსახური არ მოსწონდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცინი დაოჯახდა. მისი რჩეული თანაკურსელი მეგობარი გოგონა - ქიან იაგი გახდა. წყვილმა 1992 წელს იქორწინა, საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდა ოჯახმა იმავე წელს 22 გოჭით მიკრო ფერმა შექმა, ყველაფერი კი აქედან დაიწყო.
მოგვიანებით ცოლ- ქმარმა მცირე კომპანია “მუიუანის საკვები“ დააარსა. გოჭების გამოზრდის პირველივე ეტაპზე, ცხოველთა უმეტესობა ვირუსით გარდაიცვალა. ამ დაბრკოლებამ წყვილს დამოკიდებულება შეაცვლევინა და საკუთარ ბიზნესზე მუშაობა ორმაგი პასუხისმგებლობით დაიწყეს.
2010 წელს მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის წარმომადგენელმა კომპანიამ “მუიუანის საკვებში“ 65 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ამასთან ჯგუფს გადასცა 200 მლნ სესხის სახით. ამ დროს “მუიუანის“ საფონდო ფასი საოცრად იყო გაზრდილი.
ფერმა 2019 წლამდე იზრდებოდა. ამ დროის განმავლობაში ცინმა კომპანიონ მეუღლესთან ერთად 10 მილიონზე მეტი ღორი გამოზარდა.
პირველი კრიზისი
მეცხოველეობის მეწარმეები თავს ყველანაირად იზღვევდენ. კომპანია ღორებს სპეციალური ვაქცინით ცრიდა, თუმცა 2019 წლის 28 ოქტომბერს ფერმაში “აფრიკულმა გრიპმა“ მაინც შეაღწია და ფერმერებმა ფინანსური ზარალი განიცადეს. მაშინ ქვეყანაში ღორის წარმოება თითქმის მესამედით შემცირდა.
”ეპიდემია სუსტ კომპანიებსა და ფერმერებს აიძულებს მთლიანად გავიდნენ ინდუსტრიიდან, მაგრამ ჩვენ ეს ფაქტი გამოვიყენეთ შესაძლებლობად, რომ განვითარებულიყავით”, - განუცხადა 55 წლის ცინმა ჩინურ მედიას.
2020 წელს“მუიუანის“ აქციები დაახლოებით 200 პროცენტით გაიზარდა. ამის მიზეზი პანდემია გახდა. თებერვლის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი აღმოჩნდა, ცენტრალური და კერძო მარკეტების ღორის ხორცითა და სხვა საკვებით მომარაგება შეიზღუდა - “მუიუანმა“ ამით “ისარგებლა“ , კომპანიის მარაგმა შეძლო ჩინეთის მომარაგება უზრუნველყო, რამაც 3 თებერვლიდან 28 აპრილამდე მოგება 80 პროცენტით გაზარდა.
დღეის მონაცემებით, ცინ იინგლინი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის 43-ე ადგილზეა. ფერმერის მოგება წელიწადში 18,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების თქმით, “მუიუანი“ მაღალი სტადარტებით და ჰიგიენის ნორმების დაცვით გამოირჩევა. ღორის ხორცი ჩინეთის ყველაზე პოპულარული ცილაა, ამიტომ ფასის კონტროლში ჩინეთის მთავრობაც არის ჩართული.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში რიგით მეორე მილიარდერი ფერმერიც ჩინელი ღორის სელექციონერია. ლიუ იონღაო და მისი ოჯახი, რომლებიც New Hope Group- ს აკონტროლებენ, 12.5 მილიარდ დოლარს ფლობენ.
კიდევ რამდენ ხანს შეინარჩუნებს ცინ იინგლინი მსოფლიოს პირველი მილიარდერი ფერმერის წოდებას, უცობია. “ფორბსის“ მონაცემებით, იგი 22.2 მილიარდს ფლობს.
ცინ იინგლინი და მისი მეუღლე, რომლებმაც წარმატებას დაუღალავი შრომითა და სწორი მენეჯმენტით მიაღწიეს, დღეს ბევრ საქველმოქმედო პროექტში არიან ჩართულნი. ქიან იაგი აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებსაც კითხულობს და მცირე საწარმოების მართვით, ასევე “სტარტაპების“ წახალისება-დაფინანსებით არის დაკავებული.