ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალები, რომლებიც მილიონერები მხოლოდ საკუთარი შრომით გახდნენ

ყველა სფეროში მომუშავე ადამიანი, იქნება ეს შოუბიზნესი, მეცნიერება, აგრონომია თუ სხვა, მიზანმიმართულად ცდილობს, მისი შრომა რაც შეიძლება წარმატებული და ნაყოფიერი იყოს.

ამას როგორც წესი ფინანსური კეთილდღეობა მეტნაკლებად მოსდევს, თუმცა მილიონების გამომუშავება ერთეულებმა შეძლეს.

ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ ქალებზე, რომლებმაც წარმატებას მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით მიაღწიეს. მათ არც მდიდარი მშობლები ჰყოლიათ და არც უზრუნველი ცხოვრებით დამტკბარან.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ახალი ვირუსი კოვიდ-19 გამოჩნდა და მსოფლიომ ცხოვრება პანდემიის რეჟიმში განაგრძო, ბევრმა ბიზნესმენმა დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. მცირე მეწარმეებმა და სტარტაპებმა თავის “გადარჩენა“ ძნელად თუ შეძლეს. თუმცა, იყვნენ ისეთებიც ვინც მილიარდერთა სიაში მოხვედრას პანდემიას უნდა უმადლოდეს.

მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა Zoom Video Communications– ის ფინანსთა ხელმძღვანელი, კელი სტეკელბერგი, რომელიც მდიდართა რიგებში 2020 წელს გამოჩნდა.

ზედიზედ მესამე წელია მილიარდერთა სიაში ფიგურირებს მეწარმე დაიან ჰენდრიქსი. მან დააფუძნა კომპანია ABC Supply და გადახურვის, მოსაპირკეთებელი, ასევე სხვა სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უდიდესი საბითუმო დისტრიბუტორია აშშ-ში. ჰენდრიქსი 8 მილიარდ დოლარს ფლობს.

მის შემდეგ მოდის სამედიცინო ჩანაწერების პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Epic-ის დამფუძნებელი ჯუდი ფოლკნერი. იგი 5,5 მილიარდ დოლარს ფლობს.

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია 23 წლის კაილი ჯენერი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წარმატებულ ქალთა უმრავლესობა აშშ-ის მოქალაქეა და კაპიტალის დაგროვება თითქმის ყველა მათგანმა სწორედ ამერიკაში შეძლო.

რიანა

ცნობილმა მომღერალმა და ვარსკვლავმა რიანამ წარმატებული მუსიკალური კარიერის მიუხედავად თავისი ფულის დიდი ნაწილი Fenti Beauty– სგან მიიღო. მაკიაჟის ბრენდს მომღერალი LVMH– სთან ერთად ფლობს.

იგი ასევე ინვესტორებთან ერთად ფლობს Savage X Fenty ქალის თეთრეულის ხაზს, მათ შორის ონლაინ მოდის ფირმას TechStyle Fashion Group.

რიანა ბარბადოსის მოქალაქეა. მას, როგორც თავად აცხადებს, “საშინელი“ ბავშვობა ჰქონდა. მამას მოძალადედ და ნარკომანად იხსენიებს.

რიანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად 8 მილიონი დოლარი გაიღო. 1 მილიონით ნიუ იორკის გაჭირვებულებს დაეხმარა, 2,1 მილიონი აშშ დოლარი ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, ხოლო ლოს ანჯელესში სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს 5 მილიონი გადაურიცხა.

დღეს რიანა 600 მილიონ დოლარს ფლობს.

უიტნი ვულფი ჰერდი

უიტნი ვულფ ჰერდი აპლიკაცია Bumble-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

კომპანია 2014 წლის დეკემბერში დააარსდა. 2018 წლის შემოსავალმა 162 მილიონი დოლარს მიაღწია. 2019 წლის ნოემბერში კომპანიის ძირითადი წილის მფლობელმა, რუსმა მილიარდერმა ანდრეი ანდრეევმა Bumble-ს აქციები ბლექსტოუნის კერძო კაპიტალურ ფირმას Blackstone- ს მიჰყიდა. ტრანსაქციის შედეგად Bumble 3 მილიარდ დოლარად შეფასდა.

2020 წლისთვის ვიტნი ვულფის ჰერდის პირადი მოგება 575 მილიონი დოლარი გახდა.

Bumble– ს აქვს ფონდი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ქალი დამფუძნებლებისთვის.

დონა კარპენტერი

აშშ-ში წარმატებას სნოუბორდის იარაღებისა და ტანსაცმლის კომპანია “ბარტონის“ დამფუძნებელმა დონა კარპენტერმაც მიაღწია. მან 1977 წელს კომპანია თავის გარდაცვლილ მეუღლესთან ჯეიკ ბარტონი კარპენტერთან ერთად შექმნა. ბოლო მონაცემებით დონას ბიზნესი 530 მილიონი დოლარი ღირს.

ბარტონის დამსახურებაა თანამედროვე სნოუბორდის გამოშვება და მეტწილად უცნობი ჰობის ზომიერ სპორტად გადაქცევა. კომპანია ბურლინგტონს აქვს ოფისები ექვს ქვეყანაში, 1000 – ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს გლობალური სნოუბორდის ინდუსტრიის 32%-ს.

1989 წელს დონამ დააარსა ბერტონის სადისტრიბუციო არხები ევროპაში, სადაც კომპანია CFO -ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ბარტონი 2019 წლის ოქტომბერში სერტიფიცირებული B კატეგორიის კორპორაცია გახდა.

გვინე შოტველი

გვინე შოტველი ხელმძღვანელობს ელონ მასკის მიერ დაარსებული კომერციული საძიებო კომპანიის საქმიანობას, არის SpaceX- ის პრეზიდენტი.

ფუტურისტულ კომპანიაში, რომელიც ხალხის სხვა პლანეტებზე ცხოვრების რეალიზაციაზე მუშაობს, 6000-ზე მეტი თანამშრომელია. კომპანიის ბიუჯეტი 46 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2019 წლიდან SpaceX– მა Starlink– ის პროექტისთვის ღია კოსმოსში 700 – ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა, პროექტის მიზანი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებაა მთელს მსოფლიოში. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ პროექტი შედგა.

2020 წლის მაისში კომპანიამ NASA– სთან ხელშეკრულების ფარგლებში პირველად გაგზავნა ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში.

გვინე შოთველი SpaceX– ის მე –11 თანამშრომელი იყო და კომპანიაში 2002 წელს მივიდა. მანამდე ის Microcosm, Inc– ში, კოსმოსური სისტემების დირექტორი იყო..

გვინე შოტველი 290 მილიონ დოლარს ფლობს.

კელი სტეკელბერგი

კელი სტეკელბერგი 2017 წლიდან Zoom-ის ვიდეო კომუნიკაციების მთავარი ფინანსური დირექტორია.

Zoom– ის გამოყენება პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, სამუშაო შეხვედრებიდან დაწყებული, იოგის გაკვეთილებით დამთავრებული, დისტანციური დაბადების დღეებისთვის და კოქტეილებით გართობისთვის, Zoom-ს ყველა იყენებს.

ამ მსოფლიო მასშტაბის წარმატებამდე, კელი გაცნობის საიტის Zoosk– ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ორი ათეული წელი იმუშავა კომპანიებში, როგორიცაა Cisco– ს Webex.

კელი სტეკელბერგი 255 მილიონი დოლარის მფლობელია.

კრის ჯენერი

კარდაშიანების და ჯენერების დედა და მენეჯერი კრის ჯენერი საოჯახო იმპერიის ბიზნეს მხარეს მართავს.

ის იყო სატელევიზიო შოუს "Keeping Up With Kardashians" - ის ავტორი და სერიალში თითო ეპიზოდზე დაახლოებით 100,000 დოლარს იღებდა.

მას ასევე ეკუთვნის მისი შვილების ყველა ბიზესის 10%. კრისს ასევე ეკუთვნის მისი მილიარდერი ქალიშვილის, კაილი ჯენერის სილამაზის ხაზის წილი.

კრის ჯენერი 190 მილიონი დოლარის მფლობელია.

თეონა რამაზაშვილი