საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 307-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 38 936-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი და საერთო რაოდენობა 22 691 -ს შეადგენს.