საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 335-მდე გაიზარდა.

კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავურისით თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 40 727-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი და საერთო რაოდენობა 25 104-ს შეადგენს.