რომელია 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დისტანციური სამუშაო მსოფლიოში

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ეკონომიკის ყველა დარგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. პლანეტის მასშტაბით მილიონობით ადამიანი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, უამრავი დასაქმებული კი სამსახურის გარეშე დარჩა.

პანდემიამ გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრი საქმის გაკეთება, მათ შორის განათლების მიღება და მუშაობა, დისტანციურადაც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ბოლო რამდენიმე თვეა ასობით კომპანიამ ახალი ვაკანსიები გამოაცხადა, რომლებიც დასაქმებულებს დისტანციურ მუშაობას სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ვაკანსია საკმაოდ საპასუხისმგებლო და მაღალანაზღაურებადია. FlexJobs წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად დისტანციურ სამუშაოს, რომელთა დაწყებაც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილიდან არის შესაძლებელი.

  • გრაფიკული დიზაინერი
  • ვებ-დიზაინერი
  • პროგრამისტი
  • ვირტუალური ასისტენტი
  • სოციალური მედიის მარტკეტოლოგი
  • დისტანციური ტრენერები
  • PR და მარკეტინგი
  • ბლოგერი
  • კლიენტთან დისტანციურად ურთიერთობის მენეჯერი
  • ინფლუენსერი
ბექა ბერიაშვილი