როგორია უძრავი ქონების ფასი თბილისის უბნების მიხედვით - Galt & Taggart-ის კვლევა

სექტემბერში უძრავი ქონების რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიერ უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტლის მიმოხილვაში.

პანდემიის პირობებში შემცირების სტატისტიკის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე ეს პირველი პოზიტიური მონაცემია.

G&T-ის კვლევის მიხედვით, ზრდის მიზეზი ხელისუფლების მიერ ივლისში დაწყებული სესხების 4%-იანი სუბსიდირების პროგრამაა, რომელმაც ახალ აშენებულ ბინებზე გაყიდვების წლიური ზრდა 10,8%-ით განაპირობა, რაც ბოლო სამი თვის შედეგია. რაც შეეხება პანდემიურ პერიოდში, კერძოდ სუბისიდირებამდე არსებულ ვითარებას, კვლევის მიხედვით, ამ დროს კლება 26.6%-ი იყო.

გაყიდვებში ლიდერობს გლდანი, სადაც 2020 წლის მე-3 კვარტალში წლიური 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა. არ შეცვლილა მაჩვენებელი სამგორში. რაც შეხება სხვა უბნებს, კვლევის მიხედვით, 2020 წლის მე-3 კვარტალში ყველგან შემცირება ფიქსირდება, ყველაზე მეტად კი, რეალიზაციამ იკლო ნაძალადევში - 32%-ით, შემდეგია კრწანისი - 17%-ით, 14-14%-ით შემცირდა გაყიდვები დიდ დიღომსა და ჩუღურეთში.

ამავე კვლევის მიხედვით, სექტემბერში ახალი ბინების ფასი 5.9%-ით შემცირდა.

უბნების მიხედვით კი უძრავი ქონების ფასები ასეთია:

  • საბურთალო - 748 აშშ დოლარი (-8% წ/წ)
  • დიდუბე - 681 აშშ დოლარი (+ 2% წ/წ)
  • ისანი - 593 აშშ დოლარი (+ 3% წ/წ)
  • დიდი დიღომი - 554 აშშ დოლარი (-1% წ/წ)
  • გლდანი - 539 აშშ დოლარად (+5% წ/წ)
  • მთაწმინდა - 936 აშშ დოლარი (-1% წ/წ)
  • ვაკე - 891 აშშ დოლარი (-11% წ/წ)
  • კრწანისი - 690 აშშ დოლარი (-16% წ/წ)
  • ჩუღურეთი - 686 აშშ დოლარი (-9% წ/წ)
  • ნაძალადევი - 568 აშშ დოლარი (+4% წ/წ)
  • სამგორი - 533 აშშ დოლარი (+2% წ/წ)

ცნობისთვის, ივლისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები G&T-ის კვლევის მიხედვითვე 14. 9%-ით იყო შემცირებული, ხოლო აგვისტოში, 16.3%-ით.

თამარ მუკბანიანი