უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გარდაცვალების 7 შემთხვევიდან 6 აჭარაში დაფიქსირდა.
„ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 696 პირი.