მსოფლიო ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულთა ნახევარმა შესაძლოა, სამსახური დაკარგოს, თუ პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვები მგზავრობაზე შენარჩუნდება - ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის მოგზაურობის საბჭოს WTTC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
გრძელვადიანი შეზღუდვები მგზავრობაზე ასევე მოიტანს ტურიზმის წილის შემცირებას მსოფლიო ეკონომიკაში 4,7 ტრილიონი დოლარით, ან 53%-ით ნაკლებს 2019 წელთან შედარებით - წერს WTTC.
ამასთან, ორგანიზაციის პროგნოზი ივნისთან შედარებით ნაკლებად შემზარავი იყო, მაშინ ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიო ტურიზმი 197 მილიონი ადგილის დაკარგვდა. თუმცა სიტუაცია მცირედით გამოსწორდა ცალკეულ ბაზრებზე გამოცოცხლების შედეგად, მაგალითად, ჩინეთში.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ 2020 წლის ბოლომდე COVID-19-ის ეფექტური ტესტირების პროგრამის შემოღებას შეუძლია 31 მილიონი ადგილის შენარჩუნება ტურიზმის ინდუსტრიაში.