პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობას განაგრძობს, რასაც კონტრაქტორი კომპანია საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, წლიური ხელშეკრულების საფუძველზე, ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გეგმურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 3-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ხიდზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.