ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის ინოვაციური, 100%-იანი ქაღალდის შეფუთვა გამოჩნდა

იტალიურმა კომპანიამ Sorma Group-მა ხილისა და ბოსტნეულისთვის 100%-იანი ქაღალდის შეფუთვა შეიმუშავა. ცელულოზის ბადე ხელს უწყობს პროდუქტების დაცვას და სუნთქვას. ამასთან, იძლევა საშუალებას, რომ მომხმარებელმა პროდუქტი შიგნიდან სრულად დაინახოს. ამის შესახებ ინფორამციას FruitNews Sorma Group- ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

”შეფუთვის ახალი ხაზით, ჩვენ შევცვლით ჩვენი პროდუქციის ხარისხს და ყურადღებას გავამახვილებთ ეკოლოგიაზე, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე წელია ვმუშაობთ. 60% -70%-იანი მსუბუქი გადამუშავებადი პლასტიკიდან მივედით ახალ Sormapeel ხაზამდე, რომელიც უკვე დაპატენტებულია. საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად კომპოსტირებად შეფუთვაზე გადავალთ ”- განაცხადა Sorma Group-ის გაყიდვების დირექტორმა ანდრეა კასალიმ.

Sorma ჯგუფს აქვს შეფუთვის ხუთი ვარიანტი: ორი სახეობის PaperPillow, PaperStandup (სახელურებით და მის გარეშე) და PaperVertbag.

თითოეული მოდელი დამზადებულია FSC (ტყის სამეურვეო საბჭოს) სერტიფიცირებული ქაღალდისგან.

ნინი ქეთელაური